ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოლიციის თანამშრომლებმა დღეს პარიზის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე მიგრანტების ბანაკი დაცალეს და სახელდახელო ნაგებობები დაშალეს. საფრანგეთის მთავრობა ცდილობს ლტოლვილები ქუჩებიდან თავშესაფრებში გაიყვანოს.

ჰუმანიტარული დახმარების ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბანაკში დაახლოებით 3 ათასი მიგრანტი ცხოვრობდა. ისინი ავტობუსებით ჯგუფ-ჯგუფად გაიყვანეს და შემდგომი გადანაწილების მიზნით, საგანგებოდ შექმნილ ცენტრებში მიიყვანეს.

XS
SM
MD
LG