ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მარინ ლე პენმა საპრეზიდენტო კამპანია დაიწყო


მარინ ლე პენი

მარინ ლე პენი

„საფრანგეთი უპირველეს ყოვლისა“ - ამ ლოზუნგით მარინ ლე პენმა კვირას განცხადება საპრეზიდენტო კამპანიის ოფიციალურად დაწყების შესახებ გააკეთა. 48 წლის პოლიტიკოსი ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე ულტრამემარჯვენე პარტიას, ნაციონალურ ფრონტს წარმოადგენს.

„ახლა არჩევანი არა მემარჯვენეებს და მემარცხენეებს, არამედ პატრიოტებს და გლობალიზაციის მომხრეებს შორისაა“ - განაცხადა მარინ ლე პენმა ქალაქ ლეონში შეკრებილების წინაშე. გამოკითხვების მიხედვით, ის საკმარისად პოპულარულია იმისთვის, რომ არჩენების პირველ რაუნდზე გავიდეს, თუმცა არა 7 მაისს დანიშნული მეორე ეტაპის მოსაგებად.

XS
SM
MD
LG