ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საფრანგეთი ნარიშკინის განცხადებას უპასუხისმგებლოს უწოდებს


საფრანგეთის თავდაცვის სამინისტრომ რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსის განცხადებას "დეზინფორმაცია" და "უპასუხისმგებლობა" უწოდა. სერგეი ნარიშკინმა თქვა, რომ პარიზი უკრაინაში 2000 ჯარისკაცის გასაგზავნად ემზადებოდა.

„რუსეთის საგარეო დაზვერვის დირექტორის, სერგეი ნარიშკინის მიერ ორკესტრირებული მანევრი კიდევ ერთხელ ასახავს რუსეთის მიერ დეზინფორმაციის სისტემატურ გამოყენებას“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. ჩვენ ამ ტიპის პროვოკაციას უპასუხისმგებლოდ მივიჩნევთ.

ნარიშკინის ციტირებით საინფორმაციო სააგენტო TASS-მა განაცხადა, რომ საფრანგეთი ემზადება დაახლოებით 2000 ჯარისკაცის გაგზავნისთვის უკრაინაში და რომ ფრანგული ჯარები იქნებიან ლეგიტიმური სამიზნე რუსული ძალებისთვის, თუ ისინი „როდესმე მახვილით მოვლენ რუსული სამყაროს ტერიტორიაზე“.

საფრანგეთ-რუსეთის ურთიერთობები კიდევ უფრო დაიძაბა ბოლო კვირებში, რადგან პარიზმა უკრაინის მიმართ მხარდაჭერა გააძლიერა, მათ შორის, ხელი მოაწერა ორმხრივ გრძელვადიან შეთანხმებას უსაფრთხოების მიმართულებით და კიევს დაჰპირდა მეტი შორი მანძილის ფრთოსანი რაკეტის გაგზავნას.

პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ასევე დაიკავა უფრო მკაცრი პოზიცია რუსეთის მიმართ და თქვა, რომ ომში მოსკოვი უნდა დამარცხდეს. მან არც ის გამორიცხა, რომ ერთ დღეს ევროპული ჯარები უკრაინაში გაიგზავნოს. თუმცა ხაზი გაუსვა, რომ საფრანგეთი არ აპირებს რუსეთის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების წამოწყებას.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG