ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საფრანგეთის ეკლესიაში ინციდენტზე პასუხისმგებლობა ე.წ. "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო


ორი თავდამსხმელი, რომელმაც საფრანგეთში, ნორმანდიის ეკლესიაში მღვდელი დანის მუქარით მძევლად აიყვანა და შემდეგ მოკლა, ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს ჯარისკაცი“ იყო. ასეთი განცხადება შეიარაღებულ დაჯგუფებასთან დაკავშირებულმა ახალი ამბების სააგენტომ გააკეთა.

ქალაქ სენ-ეტიენ-დუ-რუვრეიში, თავდასხმის ადგილის მონახულების შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა თქვა, რომ პოლიციის მიერ მათი მოკვლის წინ, თავდამსხმელებმა დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფო“-სადმი თავისი ერთგულება გამოთქვეს.

საფრანგეთის უშიშროების სამსახური ცნობით, სანამ პოლიცია ჩაერეოდა, ორმა თავდამსხმელმა მღვდელს ყელი გამოჭრა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG