ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოლანდი რელიგიათშორისი დიალოგის დაწყებას ცდილობს


საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა დღეს რელიგიურ ლიდერებთან შეხვედრა გამართა. მისი მიზანი დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” წევრების მიერ კათოლიკე მღვდლისვის ყელის გამოჭრის შემდეგ სასულიერო პირებში გაჩენილი შიშის განელება იყო.

ოლანდმა შეხვერდა სხვადასხვა რელიგიური აღმსარებლობის ლიდერებთან საკუთარ ოფისში გამართა. საფრანგეთში გახშირებული ტერორისტული თავდასხმების ფონზე, ის რელიგიათაშორისი სოლიდარობის ჩამოყალიბებას ცდილობს.

საფრანგეთის კათოლიკური თემი ისევ შოკშია მას შემდეგ, რაც გუშინ 19 წლის ჯიჰადისტი - რომელიც სხვა ტერორისტულ ბრალდებასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესს ელოდებოდა - უცნობ თანამზრახველთან ერთად ეკლესიაში შეიჭრა და 86 წლის მღვდელს წირვის აღსრულებისას ყელი გამოჭრა.

ადელ კემიჩე 2015 წლის შემდეგ ტერორიზმის ბრალდებით ორჯერ იყო დაკავებული. მას თავდასხმის დროს ელექტრო ბრასლეტი ეკეთა.

XS
SM
MD
LG