ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მარცვლეულზე ფასები იზრდება


სპეციალისტები ფასების ასეთ სწრაფ და მკვეთრ ზრდას არ ელოდნენ

ბოლო სამი კვირის განმავლობაში მარცვლეულზე ფასების 20 პროცენტიანი ზრდა, გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის შეშფოთებას იწვევს.

სპეციალისტების განცხადებით, ფასების ასეთ სწრაფ და მკვეთრ ზრდას ისინი არ მოელოდნენ.

პარასკევს გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ გაავრცელა ბიულეტენი, რომელშიც აღნიშნულია, რომ შეერთებულ შტატებში გვალვის სეზონის შედეგად მოსალოდნელია ხორბალზე ფასების ზრდა. შავი ზღვის რეგიონში მაღალი ტემპერატურის შედეგად კი საფრთხე ემუქრება ხორბლის მოსავალს.

XS
SM
MD
LG