ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედი გლობალურ მიმართვას აქვეყნებს გოგონათა განათლების მხარდასაჭერად.

პირველი ლედი მსოფლიოს ქვეყნებს მოუწოდებს მეტი გააკეთონ გოგონათა განათლებისა და ამ სფეროში არსებული წინაღობების დასაძლევად. ობამას განცხადებთ, მათ იმ დონის განათლების მიღება უნდა შეძლონ, რომელიც მათ უკეთეს და ნაყოფიერ ცხოვრებას უზრუნველყოს.

მიშელ ობამას ეს განცხადება გოგონათა საერთაშორისო დღეს გავრცელდა.ეს დღე გაერომ 2011 წელს დააწესა, რათა გოგონათა უფლებების და მათი განსაკუთრებული გამოწვევების აღიარება მოეხდინა.

სპეციალურ წერილში, რომელიც სი-ენ-ენის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, ობამამ ინიციატივა -Let Girls Learn -მხარდაჭერისკენ მოუწოდა. აღნიშნული ინიციატივა გლობალური ძალისხმევაა და საგანმანათლებლო ინსტიტუტებს მიღმა დარჩენილი გოგონების განათლების წახალისებას ემსახურება.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG