ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტროპიკული შტორმი ისააკი მექსიკის ყურის სანაპიროსკენ მიიწევს


ქარის სიჩქარე საათში 100 კილომეტრია და შტორმი 24 კილომეტრი საათში სიჩქარით გადაადგილდება

ფლორიდის შტატის სამხრეთ ნაწილში გადაუღებელი წვიმებისა და ძლიერი ქარის გამოწვევის შემდეგ, ტროპიკული შტორმი ისააკი მექსიკის ყურის მიმართულებით დაიძრა.

ამერიკის ქარიშხლების ეროვნული ცენტრის ცნობით, შტორმი სავარაუდოდ სამშაბათისთვის გაძლიერდება და ქარიშხლის კატეგორიაში გადასვლის შემდეგ, განსაკუთრებული სიძლიერით ფლორიდისა და ლუიზიანას შტატებს დაატყდება თავს. ამჟამად ქარის სიჩქარე საათში 100 კილომეტრია და შტორმი 24 ილომეტრი საათში სიჩქარით გადაადგილდება.

ამერიკის სამხრეთში მდებარე ოთხმა შტატმა, რომლებიცაა ალაბამა, ფლორიდა, ლუიზიანა და მისისიპი, საგანგებო ვითარება გამოაცხადეს.

ახალი ორლეანის მერმა საგანგებო ვითარების გამოცხადებასთან ერთად მოსახლეობა გააფრთხილა, რომ მოემზადონ რამდენიმე დღე ელექტრო ენერგიისა და ონკანის წყლის გარეშე თავის გასატანად.

XS
SM
MD
LG