ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კლინტონი დაწინაურდა, ტრამპი კი ფლორიდის მოგებას გეგმავს


ამერიკის საპრეზიდენტო მარათონის ეპიცენტრი დღეს ფლორიდის შტატია, სადაც ხმის წინასწარი მიცემისთვის საარჩევნო უბნები უკვე გაიხსნა. სამხრეთის შტატს ამერიკის მომავალი პრეზიდენტის ბედის გადაწყვეტაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

ბოლო გამოკითხვების მიხედვით, მარათონში დემოკრატი ჰილარი კლინტონი დაწინაურდა. ფლორიდის შტატში ის დაახლოებით 4 პროცენტით ლიდერობს, მთელი ამერიკის მასშტაბით კი 6-ით. რესპუბლიკური პარტიის ნომინანტი დონალდ ტრამპი ფლორიდის შტატის ქალაქ ტემპაში ორშაბათს ჩავიდა და იქ წინასაარჩევნო შეხვედრები გააგრძელა. ტრამპი აცხადებს, რომ ფლორიდას მოიგებს. ის მედიას მის შესახებ ყალბი მონაცემების გამოქვეყნებას აბრალებს.

XS
SM
MD
LG