ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

წყალდიდობის შედეგად 5000 სახლია დანგრეული და 6300 ადამიანი უსახლკაროდაა დარჩენილი

ჩრდილოეთ კორეის განცხადებით, ძლიერი წვიმისა და ტაიფუნის შედეგად გამოწვეულმა წყალდიდობამ 88 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ამასთან, დაშავებულია 134 ადამიანი და ათასობით ოჯახი თავშესაფარის გარეშეა დარჩენილი.

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიის განცხადებით 18 ივლისს დაწყებული წყალდიდობის შედეგად 5000 სახლია დანგრეული და 6300 ადამიანი უსახლკაროდაა დარჩენილი.

დღეს და ხვალ ჩრდილოეთ კორეაში ძლიერი წვიმა კვლავ არის მოსალოდნელი.
XS
SM
MD
LG