ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნიუ-იორკის ჰოფსტრას უნივერსიტეტმა გუშინ გრანდიოზულ ღონისძიებას უმასპინძლა. უნივერსიტეტის სპორტულ დარბაზში ამერიკის პრეზიდენტობის დემოკრატმა და რესპუბლიკელმა კანდიდატებმა პირველი სატელევიზიო დებატები გამართეს.

უნივერსიტეტის კამპუსში ჰილარი კლინტონის და დონალდ ტრამპის გამოსვლას სტუდენტები და პროფესორები ადევნებდნენ თვალს. დარბაზში დამსწრეებს ოვაციების გამოხატვა მხოლოდ კანდიდატების სცენაზე გამოჩენისას და დებატების დასრულებისას შეეძლოთ.

მას შემდეგ, რაც წამყვანმა ლესტერ ჰოლტმა დებატები დასრულებულად გამოაცხადა, კანდიდატების შეფასებები მათმა გულშემატკივრებმა და მოწინააღმდეგეებმა დაიწყეს.

“კლინტონმა სიღრმისეული პასუხები გასცა, მას არ უყოყმანია,” ასე შეაფასა დემოკრატი კანდიდატის გამოსვლა მილიარდერმა ბიზნესმენმა და ტრამპის მკვეთრმა მოწინააღმდეგე მარკ კუბანმა.

იმ რესპუბლიკელებს შორის, ვინც ჰილარი კლინტონს გამოსვლა დაუწუნა იყო ნიუ-იორკის ყოფილი მერი რუდოლფ ჯულიანი, რომელმაც კლინტონს “დამარცხებული სახელმწიფო მდივანი” უწოდა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG