ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აიდაჰოში ერთი მეხანძრე დაიღუპა

კალიფორნიის და აიდაჰოს შტატებში ტყეებში გაჩენილ ხანძარს ებრძვიან. შეერთებული შტატების სატყეო სამსახურის ცნობით, ხანძართან ბრძოლის შედეგად აიდაჰოში ერთი მეხანძრე დაიღუპა. ჩრდილოეთ კალიფორნიაში მეხანძრეებმა რამდენიმე ადგილზე სტიქიის ლოკალიზება შეძლეს. კალიფორნიაში უკვე გადამწვარია რამდენიმე ათასი ჰექტარი. დაახლოებით 500-მა ოჯახმა სან-ფრანცისკოს მახლობლად სახლები დატოვა. ტყის ხანძრები ასევე დიდი პრობლემაა ორეგონის და ვაშიგტონის შტატებში.
XS
SM
MD
LG