ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორმა ჯეიმს კომიმ კვირას კონგრესს მოახსენა, რომ ჰილარი კლინტონის მიმოწერაში სისხლის სამართლის დანაშაულის კვალს ვერ ხედავს. „შესწავლის შედეგებზე დაყრდნობით, ჩვენი დასკვნები, რომელიც სახელმწიფო მდივან კლინტონთან დაკავშირებით, ივლისში გამოვიტანეთ, არ შეგვიცვლია“ - ნათქვამია კომის განცხადებაში.

საკითხი გასულ კვირაში ხელმეორედ ამოტივტივდა, როცა კლინტონის ასობით ათასი წერილი მისი თანაშემწის კომპიუტერში იპოვეს. ივლისში გაკეთებული დასკვნის მიხედვით, კლინტონის მიერ სამსახურეობრივი მიმოწერისთვის პირადი სერვერის გამოყენება დაუდევარი ქმედება იყო, თუმცა ჯეიმს კომის თქმით, „არცერთი გონიერი პროკურორი“ ამასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეს არ აღძრავდა.

განცხადებას დადებითი გამოხმაურება მოჰყვა კლინტონის საარჩევნო კამპანიაში. დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გამოძიება კიდევ დიდხანს გაგრძელდება, 8 ნოემბრის არჩევნები კი იქნება „ბრექსიტი გამრავლებული 50-ზე“.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG