ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა რუსეთს კიბერ-თავდასხმაში ადანაშაულებს


შეერთებული შტატების ხელისუფლება იძიებს საქმეს, რომელიც სავარაუდოდ რუსეთის დაზვერვის მიერ „ნიუ-იორკ თაიმს“-ის და ახალი ამბების სხვა ორგანიზაციებიდან ინფორმაციის კიბერ-თავდასხმით შეგროვებას ეხება.

ამერიკული მედიის ცნობით, უსაფრთხოების დარღვევა ბოლო რამდენიმე თვეში აღმოაჩინეს. ფიქრობენ, რომ ეს თავდასხმები უფრო ფართო კამპანიის ნაწილია, რომლის სამიზნეც დემოკრატიული პარტიაა, რომელიც ყოფილი სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის პრეზიდენტად არჩევას ცდილობს.

XS
SM
MD
LG