ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩარლსტონის თავდასხმის ეჭვმიტანილი ორგანიზატორი დაკავებულია


ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა, სამხრეთ კაროლინის შტატში გუშინ ღამით მომხდარი ფატალური თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

ვარაუდობენ, რომ თავდასხმა რასობრივი სიძულვილის ნიადაგზე განხორციელდა.

მომხდართან დაკავშირებით უკვე ისაუბრა პრეზიდენტმა ობამამ. მან მწუხარება, აღშფოთება და გულისტკივილი გამოთქვა ამ ფაქტის გამო და აღნიშნა, რომ იარაღით ჩადენილი ძალადობის ფაქტების განხილვის საჭიროება არსებობს.

თავდასხმისას ქალაქ ჩარლსტონის ისტორიულ მეთოდისტურ ეკლესიაში, სადაც მრევლის ძირითადი ნაწილი შავკანიანი ამერიკელები არიან, თეთრკანიანი ახალგაზრდა შევიდა. ამ ინფორმაციას ქალაქის პოლიციის განყოფილება ადასტურებს. მრევლი ამ დროს ეკლესიაში ბიბლიის კითხვის ყოველკვირეულ გაკვეთილს ესწრებოდა. ეჭვმიტანილმა დილან რუფმა, რომელიც სხვა დამსწრეებთან ერთად, ერთი საათის განმავლობაში შეკრებას ადევნებდა თვალს, ცეცხლი მოულოდნელად გახსნა და 9 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. დაშავებულია რამდენიმე სხვა პირი. პოლიცია ჯერჯერობით არ ასაჯაროებს დაღუპულთა ვინაობას. ეჭვმიტანილი დაკავებულია.

XS
SM
MD
LG