ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ფეისბუქის“ ფასი დაეცა


კომპანიის აქციის ღირებულება 19,87 დოლარი შეადგინა

სოციალური ქსელების პოპულარულმა ვებგვერდმა „ფეისბუქმა“ საფონდო ბირჟაზე თავისი ღირებულების ნახევარი დაკარგა. ამერიკული კომპანია ინვესტორებისთვის ხელმისაწვდომი მაისში გახდა და მისი აქციები 38 დოლარად გაიყიდა.

კომპანიის ღირებულება იმ დროს 100 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული. თუმცა, მისი ფასი ნელნელა ეცემა. საფონდო ბირჟაზ ფეისბუქის აქციის ღირებულება უკვე 19,87 დოლარზე დაეცა. ამან კი შეამცირა კომპანიის საერთო ღირებულებაც, რამაც დღეისთვის უკვე 50 მილიარდი შეადგინა.
XS
SM
MD
LG