ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სოციალური ქსელების გიგანტის, ფეისბუკის აქციების ფასმა, გაყიდვების დაწყებიდან მეორე დღეს ვარდნა განიცადა. ინვესტორებმა სასწრაფოდ დაიწყეს აქციების გაყიდვა ორშაბათს, რამაც პირველ საათებში აქციების ფასი 13%-ით დააგდო. მოგვიანებით მდგომარეობა შედარებით დასტაბილურდა, თუმცა მაჩვენებელის კლება 10% მაინც დაფიქსირდა. შუადღის ვაჭრობისთვის ერთი აქციის ფასი 35 $-ს შეადგენდა. პირველი აქციების გაყიდვა პარასკევს დაიწყო და საწყისს ფასზე 23 ცენტით მეტად გაიყიდა ( საწყისი ფასი 38.23$). მიუხედავად იმისა, რომ ფეისბუკს 900 მილიონი მომხმარებელი ჰყავს და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პროდუქციაა, ანალიტიკოსები ფინანსურ საკითხებში აცხადებენ, რომ მისი ფასი გაბერილია.

XS
SM
MD
LG