ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ესპანეთი დახმარების მიღებაზე უარს ამბობს


ესპანეთი მასტიმულირებელ პაკეტზე უარს ამბობს
ესპანეთი მასტიმულირებელ პაკეტზე უარს ამბობს
ესპანეთის მთავრობამ კიდევ ერთხელ განაცხადა უარი საერთაშორისო მასტიმულირებელ პაკეტზე, რომლის დანიშნულებაც ქვეყნისთვის ფინანსური მდგომარეობის შემსუბუქებაა.

ესპანეთის ეკონომიკის მინისტრმა გამორიცხა ევროზონისგან დახმარების მიღების შესაძლებლობა. ამ ფონზე, მადრიდისთვის ახალი სესხების აღება სტაბილურად ძვირდება. ამჟამად, ესპანეთის საპროცენტო განაკვეთი 7.5 პროცენტია, რაც ნახევარი პროცენტით აღემატება 7 პროცენტს, რაც საბერძნეთის, ირლანსიისა და პორტუგალიის ეკონომიკისთვის მაქსიმალური ზღვარი აღმოჩნდა, რომლის მიღმაც ამ ქვეყნებს ვალის გადახდა აღარ შეეძლო.

ესპანეთის მთავრობა აცხადებს, რომ დახმარება არ სჭირდება, ხოლო ევროზონის ქვეყნები კი მზად არიან ესპანეთს 122 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარება გამოუყონ ქვეყნის ფინანსური სექტორის კრიზისიდან გამოყვანის მიზნით.
XS
SM
MD
LG