ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საბერძნეთი ვალდებულებების შემსუბუქებას ითხოვს


ათენი 168 მილიარდი დოლარის საერთაშორისო დახმარების სანაცვლოდ დაწესებული პირობების შემსუბუქებას ითხოვს

ევროზონის ფინანსური ლიდერები ლუქსემბურგში, საბერძნეთის და ესპანეთისთვის ფინანსური ვალდებულებების შემსუბუქების მიზნით შეიკრიბნენ.

ათენი 168 მილიარდი დოლარის საერთაშორისო დახმარების სანაცვლოდ დაწესებული პირობების შემსუბუქებას ითხოვს. საბერძნეთისთვის გაწეულმა ფინანუსრმა დახმარებამ ქვეყანა ეკონომიკური ჩიხიდან მაინც ვერ გამოიყვანა, რაც სავარაუდოდ ევროპულ ვალუტას სერიოზულ საფრთხეს უქმნის.

ევროპის ფინანსური მინისტრები პირობების შემსუბუქების გადაწყვეტილებას არ გამორიცხავენ. თუმცა ეს მაშინ მოხდება, როდესაც საერთაშორისო აუდიტები: მსოფლიო სავალუტო ფონდი, ევროკავშირი და ევროპის ცენტრალური ბანკი ათენის ბანკების შეფასებას დაასრულებენ.

მადრიდის ბანკმა ინვესტორებს ბონდები მიყიდა, თუმცა მარტთან შედარებით ეს ფასები გაორმაგებულია. იტალიაში ანალოგიურად რთული ეკონომიკური სიტუაციაა.
XS
SM
MD
LG