ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროპის კრიზისი


ევროზონის კრიზისი ძლიერი ეკონომიკის ქვეყნებსაც შეეხო

მას შემდეგ, რაც საერთაშორისო ფინანსურმა სააგენტომ ევროპის უძლიერესი ეკონომიკის გერმანიის საკრედიტო პერსპექტივა შეამცირა, საფონდო ბირჟებზე მღელვარება ატყდა. დეტალებს პარიზიდან „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ლიზა ბრაიანტი არკვევდა.

მუდის საფინანსო ინსტიტუტმა გერმანიასთან ერთად ლუქსემბურგის და ჰოლანდიის საკრედიტო შესაძლებლობაც დააქვეითა. ამით, სააგენტომ აჩვენა, რომ ევროზონის კრიზისი ძლიერი ეკონომიკის ქვეყნებსაც შეეხო. გერმანიის საკრედიტო რეიტინგამდე, სააგენტომ საფრანგეთის და ავსტრიის რეიტინგები დააგდო.
მუდის განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროზონიდან საბერძნეთის სავარაუდო გასვლა გერმანიის ფინანსურ პოტენციას შეასუსტებს. ასევე გერმანიაზე ესპანეთისთვის და იტალიისთვის ფინანსური დახმარების აღმოჩენაც იმოქმედებს. ბრიუსელში მოქმედი ბრიუგელის ცენტრის ანალიტიკოსი ბენედიქტა მარზინოტო ამბობს, რომ ეს ვითარება საფრთხის განცდაც წარმოშობს.

„ვფიქრობ, გერმანიისთვის საკრედიტო რეიტინგის დაქვეითება არის იმის ნიშანი, რომ საკრედიტო სააგენტოები ევროზონის დაშლის შესაძლებლობას განიხილავენ, რასაც აუცილებლად ექნება გავლენა გერმანიაზეც,“ - ამბობს მარზინოტო.

ლონდონის „ჩეთემ ჰაუსის“ ანალიტიკოსი სტიუარტ ფლემინგი მუდის სააგენტოს გადაწყვეტილებით გაკვირვებულია.

„გერმანიის ეკონომიკა ფუნდამენტურად ძალიან ძლიერია. გაცილებით ძლიერია, ვიდრე შეერთებული შტატების, ბრიტანეთის და იაპონიის ეკონომიკა. ამდენად, მე არ ვფიქრობ, რომ გერმანიაზე კრიზისის გავრცელების ნიშნები რეალურია. ეს ასე არ არის,“ - ამბობს ფლემინგი.

ევროოკავშირის მიერ მადრიდისთვის გამოყოფილი დახმარების მიუხედავად, ესპანეთის ეკონომიკა კვლავ მძიმე ვითარებაშია. საბერძნეთსც ვალის გადახდა და ანტიკრიზისული გეგმის განხორციელება საკმაოდ უჭირს. თუმცა, გაჯანსაღების ტემპები თვალსაჩინოა და ეს მოლოდინები საბერძნეთის მიერ ევროზონის დატოვების შემთხვევაში.

თუმცა, ანალიტიკოსი ფლემინგი მიიჩნევს, რომ ეს ევროპისთვის დამღუპველი იქნება.მისი თქმით, კრიზისის პიკზე საბერძნეთის ევროზონიდან გასვლა, თავად საბერძნეთისთვის იქნება ცუდი. ამდენად ათენისთვის უნდა გაგრძელდეს დახმარება, რაც თავად ევროპის დახმარებას ნიშნავს.

ზაფხულში ევროზონის ლიდერთა შეხვედრა დაგეგმილი არ არის. თუმცა, როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, ამის საჭირობა შემოდგომის დადგომისთანავე გაჩნდება.
XS
SM
MD
LG