ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკომისია უახლოეს მომავალში ტირანას ევროკაშირში გაწევრიანებისთვის მომზადების დონეს შეაფასებს

შეერთებული შტატების მთავრობის წარმომადგენელმა მოუწოდა ალბანეთს, გაითვალისწინოს ევროკავშირის რეკომენდაციები ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით, თუ სურს, რომ ევროპის ბლოკის წევრი გახდეს.

სახელმწიფო მდივნის ასისტენტის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში პილიპ რიკერმა ამერიკის ხმას განუცხადა, რომ ალბანეთს დრო ეწურება რადგან ევრო კომისია უახლოეს მომავალში ახალ შეფასებით დოკუმენტზე დაიწყებს მუშაობას და ტირანას ევროკაშირში გაწევრიანების მომზადების დონეს განიხილავს.

რიკერმა ასევე მიულოცა ალბანეთის ახლადარჩეულ პრეზიდენტს ბუჯარ ნიშანის არჩევნებში გამარჯვება და განაცხადა რომ "დემოკრატიის სიბრძნე კომპრომისშია, რასაც ევროკავშირი ალბანეთისგან მოელის."


XS
SM
MD
LG