ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ ევროპის მთავარი საფრთხეა


პიუს კვლევითი ცენტრის მიერ ჩატარებული გამოკითხვით, ევროპელები საკუთარი ქვეყნებისთვის მთავარ საფრთხედ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოს“ აღიქვამენ. კლიმატური ცვლილებები მათთვის ნომერ მეორე საშიშროებაა. შემდეგ მოდის მიგრაციის პრობლემა, ევროპის კონტინენტისკენ დაძრული ემიგრანტთა დიდი ნაკადი ერაყიდან და სირიიდან.

ტერორიზმის და დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ შექმნილი საფრთხის მიუხედავად, ევროპელების უმეტესი ნაწილი არ მიიჩნევს, რომ მთავრობამ ქვეყნის თავდაცვის ხარჯები უნდა გაზარდოს. მათი აზრით, ეს მეტ სიძულვილს და ძალადობას გამოიწვევს. პიუს კვლევითი ცენტრის გამოკითხვის მიხედვით, მოსახლეობის უმეტესი ნაწილის სურვილია, რომ ევროპის კავშირმა მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარე პროცესებში უფრო დიდი როლი უნდა ითამაშოს. რუსეთთან მიმართებაში ევროპელთა აზრი თითქმის შუაშია გაყოფილი.

XS
SM
MD
LG