ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირის პრეზიდენტი დონალდ ტრამპს საგარეო საფრთხედ მიიჩნევს


დონალდ ტუსკი ამბობს, რომ ჩინეთი, რუსეთი და პრეზიდენტ ტრამპის ახალი ადმინისტრაცია ევროკავშირის მთავარ საგარეო საფრთხეებს შორის არიან. მალტის სამიტის წინ გავრცელებულ განცხადებაში ტუსკმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის უსაფრთხოება ამჟამად ისეთი სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას, როგორც არასდროს.

„ცვლილებები ვაშინგტონში ევროპის კავშირს რთულ მდგომარეობას უქმნის. როგორც ჩანს, ახალი პრეზიდენტი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს შეერთებული შტატების 70-წლიან საგარეო პოლიტიკას“ - განაცხადა დონალდ ტუსკმა.

ევროკავშირის პრეზიდენტის თქმით ევროპას ახლა მართებს მხნეობა, მიზანდასახულობა და პოლიტიკური სოლიდატობა. რათა ქვეყნებმა დაიცვან საკუთარი ინტერესები ამერიკასთან, რუსეთთან, ჩინეთთან და თურქეთთან ურთიერთობისას. არ ჩაებან პოპულისტურ და ქსენოფობიურ დისკუსიებში, რომლებიც ევროპული ინტეგრაციის წინააღმდეგაა მიმართული.

XS
SM
MD
LG