ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრანს-ატლანტიკური სავაჭრო მოლაპარაკებები ჩაშლის რისკის ქვეშაა


საფრანგეთის მთავრობის მაღალჩინოსანი ვაჭრობის დარგში აცხადებს, რომ შეერთებულ შტატებსა და ევროპის კავშირს შორის მიმდინარე ვაჭრობის მოლაპარაკებები შესაძლოა ჩაიშალოს. ამის მიზეზად მათიას ფეკლმა შეერთებული შტატების მიერ კონსესუსზე წაუსვლელობა დაასახელა. მანვე დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეერთებული შტატების პოზიცია, დიდი ალბათობით, ტრანს-ატლანტიკური ვაჭრობის და ინვესტიციის პარტნიორობას ჩაშლის.

გუშინ მწვანე მოძრაობის „გრინფისის“ (მწვანე მშვიდობის) აქტივისტებმა გრიფირებული ინფორმაცია გამოაქვეყნეს, სადაც საუბარია, რომ გარემოსდაცვით ინტერესებზე მაღლა კორპორაციების ინტერესები დადგება.

ორგანიზაციამ 248 გვერდიანი დოკუმენტი გამოაქვეყნა მსოფლიოს უმსხვილეს სავაჭრო შეთანხმებაზე, რომელიც უდიდეს ეკონომიკას - შეერთებულ შტატებს და 28 წევრისგან შემდგარ ევროპის კავშირს შორის უნდა გაფორმებულიყო.

XS
SM
MD
LG