ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირის ლიდერები დღეს ბრიუსელში სამიტს ამთავრებენ. განხილვების ფოკუსი ეკონომიკური ბლოკის მომავლის ბრიტანეთის გარეშე დაგეგმვაა.

ევროკავშირი ბრიტანეთს მოუწოდებს კავშირიდან გასვლის პროცესი მალე დაასრულოს და არ ჰქონდეს იმის მოლოდინი, რომ წევრების შეღავათებს საფასურის გარეშე მიიღებს.

მიმდინარე სამიტი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრ დევიდ კამერონისთვის ბოლო მსგავსი შეხვედრა იქნება. გაერთიანებულ სამეფოში ჩატარებული რეფერენდუმის შემდეგ, რომელზეც მოსახლეობამ ევროკავშირიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო, კამერონმა განაცხადა, რომ სამ თვეში ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის თანამდებობას დატოვებს.

XS
SM
MD
LG