ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მეორე ადგილზე კენიელი სპორცმენი პრისა ჯეპტო გავიდა

ეთიოპელმა ტიკი გელანამ ქალთა მარათონი მოიგო და ოლიმპიური ოქრო ლონდონის წვიმიან ქუჩებში მოიპოვა. მეორე ადგილზე კენიელი სპორცმენი პრისა ჯეპტო გავიდა, რუსი ტატიანა პეტროვა კი- მესამეზე. დღეს მოგვიანებით მსოფლიოს ყველაზე სწრაფი მამაკაცები ძალებს ასმეტრიან დისტანციაზე ცდიან.

ამერიკელი ჩოგბურთელები, დები სერენა და ვენის უილიამსები, კვლავ უზადო ფორმაში არიან. მათ წყვილთა ფინალში ჩეხი სპორცმენები დაამარცხეს და ოლიმპიურ ოქროს დაეუფლნენ. სერენამ შაბათს ერთეულთა ტურნირიც მოიგო და კიდევ ერთი ოქროს მედალი მოიპოვა. ამერიკას გუშინ ძალზე წარმატებული დღე ჰქონდა. მცურავმა მაიკლ ფელპსმა კიდევ ერთი გამარჯვებით ერთდროულად ორი ოლიმპიური რეკორდი დაამყარა: მის აქტივში ამიერიდან ზედიზედ სამ ოლიმპიადაზე 18 ოქრო და მთელი კარიერის მანძილზე - 22 ოლიმპიური გამარჯვებაა.

XS
SM
MD
LG