ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეხლა-შემოხლა თურქეთის საელჩოსთან ვაშინგტონში


აშშ-სა და თურეთის პრეზიდენტების შეხვედრისას სამშაბათს თეთრ სახლში განხილული იყო არაერთი ორმხრივი მნიშვნელობის საკითხი, მათ შორის ტერორიზმთან ბრძოლა. თუმცა არცერთ მხარეს უხსენებია პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება დაეხმაროს ქურთულ ჯგუფებს ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლაში.

თურქეთი, რომელიც ქურთ სეპარატისტებს სამხრეთ აღმოსავლეთში 1984 წლიდან ებრძვის, ყოველთვის აცხადებდა თავისი უკმაყოფილების შესახებ ამ დაჯგუფების ( ქურთული საყოველთაო დაცვის ძალები-YPG) მონაწილეობის გამო ანტი-ჯიჰადისტურ კოალიციაში. პრეზიდენტი ერდოღანი ამტკიცებს იმასაც, რომ ამ ჯგუფის კავშირი ქურთისტანის მუშათა პარტიასთან შესაძლებელს ხდის აშშ-ის მიერ სირიელი ქურთებისთვის მიწოდებული იარაღი საბოლოო ჯამში თურქეთში აღმოჩნდეს, ქურთისტანის მუშათა აკრძალული პარტიის ხელში.

16 მაისს, ვაშინგტონში, თურქეთის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია გამართეს ქურთმა მოპროტესტეებმა და ერდოღანის ვიზიტის მოწინააღმდეგე ადამიანებმა.

იხილეთ ვიდეო, რომელიც ამერიკის ხმის თურქულმა რედაქციამ გადაიღო და სადაც ჩანს, თუ რა შეტაკებებს აქვს ადგილი მოპროტესტეებსა და პრეზიდენტ ერდოღანის დაცვის წევრებს შორის.

შეტაკებები თურქეთის საელჩოსთან
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:56 0:00

Facebook Forum

XS
SM
MD
LG