ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მუბარაქი ციხიდან სასწრაფოდ გადაიყვანეს სამხედრო ჰოსპიტალში ტვინში სისხლის ჩაქცევის შემდეგ

ეგვიპტის უშიშროების სამსახურის განცხადებით ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქი უგონოდაა და ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება.

მუბარაქი ციხიდან სასწრაფოდ გადაიყვანეს სამხედრო ჰოსპიტალში ტვინში სისხლის ჩაქცევის შემდეგ.

თავდაპირველად ეგვიპტის სახელმწიფო მედიით გავრცელდა მუბარაქის მკურნალი ექიმების განცხადება, რომელიც მისი გარდაცვალების შესახებ იტყობინებოდა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს არ შეეფერებოდა სიმართლეს.

ამასობაში ეგვიპტის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე ორივე კანდიდატმა საკუთარი გამარჯვების შესახებ გააკეთეს განაცხადება.

ოფიციალურ მედიაში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად საპრეზიდენტო არჩევნებში წარმატებას მუსლიმთა საძმოს წარმომადგენელმა მუჰამედ მორსიმ მიაღწია, რომელმაც ამომრჩეველთა ხმების 52% მოიპოვა.

საერთაშორისო დამკვირვებლები, მათ შორის ამერიკული კარტერის ცენტრის წარმომადგენლები, ეგვიპტის სამხედრო მმართველებს ძალაუფლების უზურპაციასა და დემოკრატიული პროცესების ხელის შეშლაში ადანაშაულებენ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG