ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რეფერენდუმის მეორე ტური ეგვიპტეში


პირველი ტურის შედეგებით კონსტიტუციის ახალ პროექტს ეგვიპტელთა 57%-მა დაუჭირა მხარი

ეგვიპტეში ახალი კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით რეფერენდუმის მეორე ტური მიმდინარეობს. რეფერენდუმის პირველი ტურის შედეგებით კონსტიტუციის ახალ პროექტს ეგვიპტელთა 57%-მა დაუჭირა მხარი.
ახალ კონსტიტუციას პრეზიდენტ მუჰამედ მორსის ყოფილი პარტია, მუსლიმთა საძმო უჭერს მხარს.
ეგვიპტის ოპოზიცია, რომელიც ლიბარალების, ქრისტიანების და საერო ხელისუფლების მომხრეთა კოალიციას წარმოადგენს, შიშობს, რომ ახალი კონსტიტუცია სამოქალაქო უფლებებს შეზღუდავს და გაზრდის ისლამური სამართლის როლს ქვეყნაში, რაც ქალთა უფლებების დარღვევას გამოიწვევს.
XS
SM
MD
LG