ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა პირობა დადო, რომ გაუსწორდება იმ ბიზნესებს, რომლებსაც ამერიკაში მცხოვრებ ფეტულა გულენთან სავარაუდო კავშირი აქვთ.

ერდოღანი დღეს ანკარაში სავაჭრო პალატებს შეხვდა და განაცხადა, რომ მისი მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ბიზნესებს, რომლებსაც ხელი სისხლით აქვთ დასვრილი, მთავრობასთან ურთიერთობა შეუწყვიტონ.

ერდოღანმა გულენს - რომელიც პენსილვანიის შტატში 1999 წლიდან ცხოვრობს - ტერორისტი უწოდა და შეერთებულ შტატებს მისი თურქეთში ექსტრადიცია სთხოვა. ერდოღანი მას 15 ივლისის გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში სდებს ბრალს, გულენი კი ბრალდებას უარყოფს.

XS
SM
MD
LG