ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოლიტიკური სპექტრი ჰოლანდიის ულტრა-მემარჯვენე ლიდერს ემიჯნება


გერტ უილდერსი

ჰოლანდიის პოლიტიკური პარტიები თავისუფლების პარტიის ულტრა-მემარჯვენე ფრთის ლიდერ გერტ უილდერსს ემიჯნებიან. მოელიან, რომ მისი პარტია ოთხშაბათს დანიშნულ არჩევნებზე მეორე ადგილზე გავა.

ჰოლანდიის ამჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ ტელედებატებზე კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ის უილდერსის თავისუფლების პარტიასთან თანამშრომლობას არ აპირებს. საუბარი არ იქნება არც უმცირესობის კოალიციის შექმნაზე, როგორც ეს 2010-12 წლებში მოხდა. მმართველი ძალა ერთადერთი არ არის, ვინც უილდერსს ემიჯნება. თავად გერტ უილდერსი ჰოლანდიის პოლიტიკური პარტიების სპექტრის ქმედებას “არადემოკრატიულს” უწოდებს.

XS
SM
MD
LG