ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში ამერიკამ "ისლამური სახელმწიფოს" პოზიციები დაბომბა


ავღანელი ოფიციალური პირების ინფორმაციით, ქვეყნის აღმოსავლეთში ამერიკული დრონის მიერ დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლების წინააღმდეგ განხორციელებული იერიშის შედეგად, სულ ცოტა, 18 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის არიან სამოქალაქო პირებიც.

“ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში პაკისტანის საზღვართან მდებარე აჩინის პროვინციის პოლიციის უფროსმა მოჰამედ ალიმ განაცხადა, რომ იერიშის შედეგად დაიღუპა რამდენიმე სამოქალაქო პირი. მისივე ინფორმაციით, იერიშის შედეგად ლიკვიდირებულია დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” ერთ-ერთი მეთაური.

ამერიკის არმიის გენერალის ჩარლზ კლივლენდის წარმომადგენელმა “ამერიკის ხმასთან” დაადასტურა ის, რომ უპილოტო საფრენი აპრატით აჩნის პროვინციაში იერიში განხორციელდა. მსხვერპლთან დაკავშირებით მან დეტალებზე “სამოქმედო უსაფრთხოების გამო” არ ისაუბრა.

XS
SM
MD
LG