ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დონალდ ტრამპი რესპუბლიკურმა პარტიამ ნომინანტად წარადგინა


ხუთშაბათს საღამოს, რესპუბლიკური პარტიის ოფიციალური საპრეზიდენტო კანდიდატის რანგში პირველად წარმოთქმულ სიტყვაში, დონალდ ტრამპის საგანგაშო ტონი, შეერთებულ შტატებში მომხდარმა ბოლოდროინდელმა ძალადობამ განსაზღვრა. მან საკუთარ თავს სიმართლის მთქმელი უწოდა და თქვა, რომ მისი პრეზიდენტობის დროს ქვეყანაში „კანონიერება და წესრიგი“ იქნება.

მან თქვა: „ჩვენი ყრილობა ტარდება იმ დროს, როცა ქვეყანაში კრიზისის მომენტია. პოლიციაზე თავდასხმები და ტერორიზმი ქალაქებში, თვითონ ჩვენი ცხოვრების წესს უქმნის საფრთხეს. ნებისმიერი პოლიტიკოსი, რომელიც ამ საფრთხეს ვერ აცნობიერებს, ამ ქვეყნის ლიდერად ვერ გამოდგება.“

ყრილობაზე, ნომინაციის მიღებისას, კანდიდატები ზოგადად უფრო იმედისმომცემ და ოპტიმისტურ სიტყვას წარმოთქვამენ ხოლმე. ტრამპის სიტყვაში მეტი ყურადღება შიშზე და იმ გამოწვევებზე იყო გამახვილებული, რაც ქვეყნის წინაშე დგას შინაც და საზღვარგარეთაც.

XS
SM
MD
LG