ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოჯახური ძალადობის დეკრიმინალიზაცია რუსეთში


რუსეთის დუმა
რუსეთის დუმა

რუსმა კანონმდებლებმა ცოტა ხნის წინ კანონი მიიღეს, რომელიც ოჯახური ძალადობის დეკრიმინალიზაციას ახდენს იმ შემთხვევებში, თუ არ ხდება სხეულის დაზიანება. კანონის მხარდამჭერების თქმით, აღნიშნულ შემთხვევებში ჯარიმა და მოკლე ვადით პატიმრობა საკმარისია და კანონი ოჯახის ერთიანობას შეუწყობს ხელს. ოპონენტების თქმით, მათ შორის ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა მოსაზრებით, რუსეთის პოლიცია ოჯახური ძალადობის შემთხვევებში ამჟამადაც არ ახდენს რეაგირებას და აღნიშნული კანონი კიდევ უფრო შეამცირებს სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის აღკვეთის მცდელობებს.

ოჯახური ძალადობის მსხვერპლნი შიშობენ, რომ დაუსჯელობა ძალადობის შემთხვევების რაოდენობას გაზრდის. ამ ადამიანთა შორისაა მარინაც, რომელიც ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში ცხოვრობს. მას არ სურს სრული ვინაობის გამხელა. მარინა ნამცხვრებს აცხობს რათა მისთვის და მისი ქალიშვილისთვის შემოსავლის წყარო შეინარჩუნოს. ის ქალიშვილთან ერთად სამი თვის წინ მოძალადე ქმარს გაექცა.

„პოლიცია მაშინ მოვიდა, როდესაც ის მე მცემდა, მას შემდეგაც მცემა რაც ეტლად ჩავვარდი, ფეხებში მირტყამდა. ისინი მოვიდნენ და თქვეს: „ეს ოჯახის საქმეა, იჩხუბებთ და შემდეგ შერიგდებითო“, - იხსენებს მარინა.

კანონის ინიციატორები თანხმდებიან რომ, ისინი ვინც ფიზიკურ დაზიანებას მიაყენებენ პარტნიორებს უნდა მიეცენ კრიმინალურ პასუხისმგებლობაში. თუმცა სხვა შემთხვევებში ისინი ითხოვენ სასჯელის შემსუბუქებას.

„როდესაც ცემას ადგილი აქვს ემოციური კონფლიქტის საფუძველზე, როდესაც ადამიანებს არ ქონდათ იმის განზრახვა, რომ ერთმანეთისთვის ზიანი მიეყენებინათ და როდესაც სხვა ადამიანი არ ჩივის, ამ შემთხვევებში ადმინისტრაციული პასუხიმსმგებლობა უფრო შესაფერისია“, - აცხადებს რუსეთის დუმას დეპუტატი, ოლგა ბატალინა.

კანონის ცვლილების ინიციატორი ორგანიზაცია, „მშობელთა წინააღმდეგობა“ ამბობს, რომ სხვადასხვა შემთხვევებში ცრუ ბრალდებებმა და მკაცრმა სასჯელმა ბევრი ოჯახის დანგრევა გამოიწვია.

„ჩვენ ასეთი ბევრი შემთხვევა გვაქვს და უფრო მეტს ქონდა ადგილი უკანასკნელი ერთი ან წელიწადნახევრის განმავლობაში. მშობლებს ბავშვების ტრავმატოლოგიურ ცენტრებში მიყვანის ეშინიათ, მაშინაც კი, როდესაც ეს საჭიროა”, - ამბობს ორგანიზაციის ხელმძღვანელი, მარია მამიკონიანი.

აღნიშნულმა კანონმა, რუსეთში სამოქალაქო საზოგადოების და აქტივისტების აღშფოთება გამოიწვია. ქალთა უფლებების დამცველები ამბობენ, რომ რუსეთში ოჯახურის ძალადობის მსხვერპლთათვის უფრო მეტი თავშესაფარია საჭირო.

„ბოლო წელს თავშესაფარზე მოთხოვნა 1.5-ჯერ გაიზარდა“, - ამბობს ქალთა კრიზისის ცენტრის დირექტორი, ალიონა სადიკოვა.

რუსეთის ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, სასტიკ დანაშაულთა 40%-ს ოჯახის შიგნით ხდება და ოჯახური ძალადობის შედეგად ყოველწლიურად ათასობით ქალი იღუპება.

XS
SM
MD
LG