ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველო ბიზნესის კეთების სიადვილით პირველ ოცეულში შევიდა


მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის “ბიზნესის კეთება 2017” თანახმად, საქართველომ 190-დან მე-16-ე ადგილი დაიკავა. ეს მონაცემი შარშანდელ 23-ე ადგილთან შედარებით 7 პოზიციით დაწინაურდა და საქართველო ბიზნესის კეთების სიადვილის თვალსაზრისით მსოფლიოს პირველ ოცეულში შევიდა.

ანგარიში ქვეყნებს ეკონომიკური რეფორმების განხორციელების კუთხით აფასებს. საქართველომ დადებითი წინსვლა აჩვენა ელექტროენერგიით მომარაგების, ქონების რეგისტრაციის, უმციროსობების ინვესტიციების დაცვის, საერთაშორისო ვაჭრობისა და საგადასახადო კუთხით განხორციელებულ რეფორმებში.

ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში 1000 სულ მოსახლეზე 5.65 ბიზნესი იხსნება. მსოფლიო ბანკი ამ მაჩვენებელს იმას უკავშირებს, რომ ბიზნესის დასაწყებად საქართველოში სამი პროცედურაა გასავლელი, როცა სხვა ქვეყნებში ეს რაოდენობა ორნიშნა რიცხვებშიც კი მერყეობს.

ანგარიშის თანახმად, საქართველომ უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში მოწინავე რეფორმისტი ქვეყნის სტატუსი უკვე მეოთხედ მოიპოვა.

XS
SM
MD
LG