ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფილადელფიაში გრძელდება დემოკრატიული პარტიის ეროვნული ყრილობა. გუშინ, პოდიუმზე პრეზიდენტი ბარაკ ობამა ავიდა, რომელმაც კანდიდატ ჰილარი კლინტონის ხანგრძლივ პოლიტიკურ კარიერასა და მისი ლიდერობისთვის შესატყვის თვისებებზე ისაუბრა. პრეზიდენტმა ჰილარი კლინტონს ყველა დროის ყველაზე კვალიფიცირებული საპრეზიდენტო კანდიდატი უწოდა და დემოკრატებს მის გარშემო გაერთიანებისკენ მოუწოდა.

პრეზიდენტ ობამას, სცენაზე თავად ჰილარი კლინტონი შეუერთდა.

ჰილარი კლინტონი პირველი ქალია, რომელმაც შეერთებული შტატების წამყვანი პოლიტიკური პარტიის საპრეზიდენტო ნომინაცია მოიპოვა. ამ საკითხის მნიშვნელობაზე მან ფრთხილად მინიშნებაც კი გააკეთა როცა 2008 წელს, სიტყვით გამოსვლაში საპრეზიდენტო მარათონში მარცხი აღიარა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG