ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"დისნეი უორლდში" ალიგატორის მიერ მოკლული ბავშვი იპოვეს


მაშველებმა “დისნეი უორლდში” ორი წლის ბავშვის გვამი იპოვეს, რომელიც სამშაბათ საღამოს ალიგატორმა გაიტაცა.

ბავშვი მშობლებთან და და-ძმასთან ერთად სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარე ხელოვნური ტბის ნაპირზე თამაშობდა. როცა მას ალიგატორმა კბილები ჩაავლო, მამამ ბავშვი დაიჭირა, მაგრამ ალიგატორმა ის ხელებიდან გამოგლიჯა და წყალში გაუჩნარდა. ოჯახი ორლანდოში ნებრასკას შტატიდან საზაფხულო არდადეგებზე იყო ჩასული.

ხელოვნურ ტბაში, რომლის სიღრმეც ზოგიერთ ადგილზე 4 მეტრია, ბავშვს 50-ზე მეტი მაშველი ეძებდა.

ადგილობრივი შერიფის განცხადებით, ალიგატორების სხვა მსგავს თავდასხმებზე ინფორმაცია არ არსებობს. შარშან ოქტომბერში ალიგტორმა 61 წლის მოცურავე იმსხვერპლა. 2007 წლის შემდეგ ეს პირველი ასეთი შემთხვევა იყო.

XS
SM
MD
LG