ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის დაზვერვის სამსახურის უფროსი გადადგა


შეერთებული შტატების დაზვერვის სამსახურის უფროსი ჯეიმს კლეპერი თანამდებობას ტოვებს.

„გადადგომის შესახებ განცხადება წუხელ დავწერე,“ განაცხადა დღეს კლეპერმა.

წარსულში კლეპერს არაერთხელ უთქვამს, რომ გასული 50 წლის განმავლობაში არასდროს შეერთებულ შტატებს იმდენი გამოწვევა არ ჰქონია, რამდენიც დღეს. ამ საფრთხეებს შორის ის რუსეთის აგრესიას, ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ პროგრამას და კიბერ თავდასხმებს ასახელებდა.

კლეპერის გადადგომის მიზეზებზე ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება.

XS
SM
MD
LG