ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დემოკრატმა კონგრესმენებმა მჯდომარე აქციას მიმართეს


16 საათიანი მჯდომარე გაფიცვით დემოკრატი კონგრესმენები კონგრესში იარაღის კონტროლის საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობას მოითხოვენ. ამ ფონზე, წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი სპიკერი პოლ რაიანი აცხადებს, რომ ეს ნაბიჯი საზოგადოების ყურადღების მისაზიდად გადადგმული ხერხია დემოკრატიული პარტიის მხრიდან. წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა კონგრესმენებმა, ამასთან, 5 ივლისამდე მუშაობა დაასრულეს.

ოთხშაბათს გვიან ღამით, კონგრესის დემოკრატი წევრები სხდომათა დარბაზში გაიძახოდნენ-"თუ არ მივიღებთ კანონს, ვერც შვებულებაში წავალთ!"

დემოკრატმა კონგრესმენმა გერი კონოლიმ ამერიკის ხმას უთხრა, რომ ეს ჟესტი პიარის ხერხზე მეტია. "ეს არის ის, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებს საუკეთესოდ არ წარმოაჩენს და რაც უნდა შევცვალოთ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ კონგრესში ამ თემაზე კენჭისყრით, იარაღის კონტროლის თემაზე ქვეყნის მასშტაბით დისკუსიას შევუწყობთ ხელს, რაც იმედია, რეფორმამდე მიგვიყვანს."-განაცხადა კონოლიმ.

რესპუბლიკელმა კონგრესმენმა სტივენ რასელმა, აქვე, ამერიკის ხმასთან ინტერვიუში დემოკრატი კოლეგების საქციელი თეატრალიზებულ სანახაობად მოიხსენია.

XS
SM
MD
LG