ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ორშაბათს, ფილადელფიაში დემოკრატებმა პარტიის ეროვნული ყრილობა იმ გეგმით გახსნეს, რომ დაპირისპირებებით სავსე პირველადი არჩევნების სეზონის შემდეგ, პარტიის ყველაზე გავლენიანი ხმების შეკავშირება მათი საპრეზიდენტო კანდიდატის, ჰილარი კლინტონის მხარდასაჭერად მოახდინონ.

ბერნი სანდერსმა, რომელიც დემოკრატთა საპრეზიდენტო რბოლაში მეორე ადგილზე გავიდა, თქვა, რომ ქვეყანას ისეთი ხელმძღვანელობა სჭირდება, რომელიც ადამიანებს შეაკავშირებს და ლათინო-ამერიკელებს, მუსლიმებს, ქალებს, აფრო-ამერიკელებს და ვეტერანებს შეურაცხყოფას არ მიაყენებს.

ტრამპმა სანდერსის შესახებ „ტვიტერ“-ზე დაწერა, რომ ის “კლინტონს მთლიანად მიეყიდა და მისი კამპანია „დროის დაკარგვა“ იყო

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG