მსოფლიოს ფინანსური უწყებების განცხადებით, ევროზონის კრიზისი კვლავ ნეგატიურ გავლენას ახდენს გლობალურ ეკონომიკურ გამოჯანსაღებაზე. ნიუ-იორკში მოქმედი ფიჩის სარეიტინგო სააგენტოს მოხსენებაში ნათქვამია, რომ ბოლო ექვს თვეში სუვერენულ და საერთაშორისო ფინანსურ და სადაზღვევო სექტორში ნეგატიური საკრედიტო განაკვეთის გაორმაგება მოხდა. სააგენტოს განცხადებით, პრობლემის საფუძველს ევროზონის საბიუჯეტო კრიზისი გაღრმავება წარმოადგენს. როგორც სააგენტოს რეგიონალური საკრედიტო ოფიცერი ტრევორ პიტმანი აცხადებს, ეს ტენდენცია გრძელვადიანია.
ევროზონაში ნეგატიური საკრედიტო განაკვეთი ორმაგდება