ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონის მეტროს პოლიცელი ისლამისტებთან კავშირის გამო დააპატიმრეს


ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, დაკავებულია ვაშინგტონის მეტროს პოლიციის თანამშრომელი, რომელიც დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოსთვის” დახმარების აღმოჩენას ცდილობდა.

36 წლის ნიკოლას იანგს ბრალად ედება დაახოლებით 250 დოლარის ოდენობის 22 სასაჩუქრე ბარათის მიცემა გამოძიების ფედერალური ბიუროს ფარული აგენტისთვის. იანგის აზრით, ფედერალური აგენტი დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოსთვის” მობილური მესიჯების გამოყენებით წევრების რეკრუტინგს ეწეოდა.

იანგი, რომელიც პოლიციის ოფიცერი 2003 წლიდანაა, სირიაში 2011 წელს ჩავიდა. მოგვიანებით იქ გამგზავრება კიდევ ერთხელ სცადა. ამასთან, იანგი 2014 წელს სხვა ფარულ ფედერალურ აგენტს 20-ჯერ შეხვდა, რომელიც ვითომ ყოფილი ჯარისკაცი იყო და “ისლამურ სახელმწიფოში” გასაწევრიანებლად სირიაში წასვლას გეგმავდა.

გამოძიების ფედერალური ბიურო ნიკოლას იანგს 2010 წლიდან აკვირდება. სამართალდამცავები აცხადებენ, რომ მისი მოქმედებები ვაშინგტონის მეტროს საფრთხეს არ უქმნიდა.

XS
SM
MD
LG