ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაქრაძე: რუსეთთან პრაგმატული პოლიტიკის კვალდაკვალ გვაქვს პროგრესი ევროკავშირთან და ნატოსთან


ამერიკის ხმა ვაშინგტონში, გასულ კვირას განხორციელებული ვიზიტისას საქართველოს სახელმწიფო მინისტრს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძეს ესაუბრა.

ამერიკის ხმა: უკანონო მოსმენები ერთერთი მთავარი თემაა საარჩევნო კამპანიისას. როგორ უნდა შევეეწინააღმდეგოთ ამ პრობლემას და ვინ არის პასუხისმგებელი?

დავით ბაქრაძე: პირველ რიგში, ბოლო წლებში ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ეს არ არის ის საკითხი, რომელიც სახელმწიფომ შეიძლება გამოიყენოს, ეს არის უკანონო, აქედან გამომდინარე, მთავარია ის რეაგირება, რომელსაც სახელმწიფო ახდენს მსგავს ფაქტებზე. დაწყებულია გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროში. ვთვლით, რომ ის გარემო, რომელიც გვაქვს წინასაარჩევნოდ, კონკურენტული, ღია და პლურალისტური საარჩევნო გარემო, არის იმის მონაპოვარი, და არ უნდა დავუშვათ, რომ ის დაბინძუნრდეს მსგავსი საკითხებით.

ამერიკის ხმა: რას ელით ვაშინგტონისგან, როგორ უნდა დაეხმაროს უფრო მეტად ის საქართველოს-ერთის მხრივ ქვეყნის შიგნით, პოლიტიკური პარტიების განვითარების და საარჩევნო პოროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფისთვის, და მეორეს მხრივ, ევროინტეგრაციის დაჩქარების კუთხით ევროკავშირთან?

დავით ბაქრაძე: ჩვენ ბოლო პერიოდში მივიღეთ არაერთი გამამხნევებელი და მხარდამჭერი გზავნილი. ერთერთი იყო კონგრესის ბოლო რეზოლუცია, რომელიც ძალიან მაღალი მხარდაჭერით სარგებლობდა კონგრესში და სადაც ხაზგასმით დაფიქსირდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და მისი ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ ზაფხულს ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს აშშ-სთან, რაც გულისხმობდა აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაში. აშშ-ი სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის ფარგლებში აქტიურად მონაწილეობს დემოკრატიული პროცესების განვითარებაში და ეს არის ის მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც გვეხმარება ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით. ბოლო წლებში განხორციელებულმა რეფორმებმა ამ თვალსაზრისით დიდი მოწონება დაიმსახურა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის დროსაც საქართველოში.

ამერიკის ხმა: “ჩვენ აუცილებლად უნდა გავაღრმავოთ ურთიერთობები ჩვენ ყველაზე დიდ მეზობელთან - რუსეთთან, - ამის შესახებ განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას გასულ კვირას. „რუსეთს თავისი წვლილი და დანაშაული აქვს, მაგრამ ჩვენ უნდა მივხედოთ საკუთარ თავს. ჩვენ თუ არ მივხედეთ არავინ იფიქროთ, რომ ვიღაც მოფრინდება აქ და ყველაფერს გაგვიკეთებს. ეს გზა აუცილებელი გასაკეთებელია“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. თუმცა, ყოფილ პრემიერ-მინისტრს არ დაუზუსტებია „ურთიერთობის დალაგებაში“ იგულისხმება თუ არა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა.

თქვენ როგორ უყურებთ რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგებას და რამდენად შესაძლებელია ქვეყანა, ნატოსთან და ევროკავშირთან ურთიერთობის პარალელურად, რუსეთთან აღრმავებდეს უფრო მეტად ურთიერთობას?

დავით ბაქრაძე: ჩვენ სწორედ პრაგმატული ურთიერთობებით რუსეთთან შევქმენით ის სტაბილური გარემო ქვეყნის განვითარებისთვის, რომელიც დღეს გვაქვს ამ გამოწვევებით აღსავსე რეგიონში. ამით ვუზრუნველყავით სტაბილური და თანმიმდევრული გარემო ქვეყნის განვითარებისთვის. ამის გამო ჩვენ მაქსიმალურს მივაღწიეთ ევროკავშირთან, ასოცირება იქნება ეს თუ თავისუფალი ვაჭრობის სივრცე, თუ ვიალიბერალიზაციის საკითხები და ამ კუთხით რეფორმების დასრულება. ნატოსთან კი მივაღწიეთ იმ მნიშვნელოვან პროგრესს, რომელიც თავსებადობის და თავდაცვისუნარიოანობის გაზრდას მოემსახურება. რაც შეეხება დიპლომატიურ ურთიერთობებს, აქ არის ძალიან მკაფიო პოზიცია: ჩვენ პრაგმატული, დეესკალაციის პოლიტიკა უნდა ვაწარმოოთ, თუმცა ეს არანაირად არ მოხდება ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენული უფლებების ხარჯზე.

ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ თავიდან ავიცილოთ ახალი საფრთეები და სწორედ ეს ქმნის იმ შესაძლებლობებს, რომელსაც ჩვენ ქვეყნის განვითარებისთვის ვუკავშირებთ ნატოსა და ევროკავშირს. ჩვენ სწორედ ამ პრაგმატული პოლიტიკის კვალდაკვალ გვაქვს პროგრესი ევროკავშირთან და ნატოსთან, პოლიტიკა, რომელიც ერთმნიშვნელოვნად სამაგალითოდ არის მიჩნეული აშშ-სა და ევროატნალნტიკური სტრუქტურების თუ ხელმძღვანელების მხრიდან.

ამერიკის ხმა: ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ თავიდან ავიცილოთ ახალი საფრთეები და სწორედ ეს ქმნის იმ შესაძლებლობებს, რომელსაც ჩვენ ქვეყნის განვითარებისთვის ვუკავშირებთ ნატოსა და ევროკავშირს. ჩვენ სწორედ ამ პრაგმატული პოლიტიკის კვალდაკვალ გვაქვს პროგრესი ევროკავშირთან და ნატოსთან, პოლიტიკა, რომელიც ერთმნიშვნელოვნად სამაგალითოდ არის მიჩნეული აშშ-სა და ევროატნალნტიკური სტრუქტურების თუ ხელმძღვანელების მხრიდან.

ამერიკის ხმა: რა შედეგს მოუტანს საქართველოს შეერთებულ შტატებში უკვე ტრადიციად ქცეული რეზოლუციები ტერიტორიული მთლიანობისა და საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერით და რა გზას ხედავთ კონფლიქტურ რეგიონებთან ურთიერთობების გასაჯანსაღებლად?

დავით ბაქრაძე: საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მისი სტრატეგიული პარტნიორი-აშშ ამახვილებს ყურადღებას ჩვენს ტერიტორიულ საკითხებზე, მნიშვნელოვანია თითოეული რეზოლუცია, რომელსაც ამ მიმართულებით-საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდასაჭერად იღებს კონგრესი და თავის დღის წესრიგში აყენებს. ჩვენ დღეს გვაქვს აშშ-სთან ის ჩარჩო ხელშეკრულება-სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტია, რომლის ფარგლებში ვანვითარებთ ბევრი მიმართულებით აქტიურ თანამშრომლობას და ვიღებთ მაქსიმალურ მხარდაჭერას აშშ-სგან, ამის პარალელურად, გვეძლევა შესაძლებლობა გავაღრმავოთ ხალხთაშორისი ურთიერთობები ჩვენს მოქალაქეებთან საოკუპაციო ხაზის მიღმა, გვქონდეს აქტიური ნდობის აღდგენის პოლიტიკა, რომელიც გამოიხატება საქართველოს მოქალაქეებისთვის მთვრობის მიერ მიღწეული სარგებლის გაზიარებით ყველა მოქალაქისთვის საზღვრის ორივე მხარეს, მათ შორის იმ სარგებლის გაზიარებით, რომელსაც მოიტანს ვიზა ლიბერალიზაცია.

ამერიკის ხმა: აკეთებს თუ არა საქართველოს სახელმწიფო საკმარისს რუსეთის პროპაგანდის დასაძლევად მედიაში, პოლიტიკაში, წინასაარჩევნოდ, საჯარო დიპლომატიაში, საგარეო ურთიერთობებში და თუნდაც ახალგაზრდა თაობის უკეთ გასანათლებლად?

დავით ბაქრაძე: მე ვფიქრობ პასუხი ამაზე მარტივია სწორედ იმ ღია, დემკრატიულ ატმოსფეროში, და იმ მაღალი მხარდაჭერის პირობებში, რომელიც ჩვენ შევინარჩუნეთ მოსახლეობაში ნატოსა და ევროკავშირის მიმართ, მიუხედავად გაზრდილი ანტიდასავლური პროპაგანდისა ყველგან ევროპაში. ამის პარალელურად, ჩვენ ვაწარმოებთ აქტიურ სტრატეგიულ საკომუნიკაციო პოლიტიკას, რომელშიც ჩართულია სახელმწიფო, არასამთავრობო ორგანიზაციები და საერთაშორისო მისიები, რათა ერთობლივი ძალისხმევით ვახერხებთ, რომ გავხადოთ ეს მხარდაჭერა ცოდნაზე დაფუძნებული.

დღეს, საქართველოს მოსახლეობამ ბევრად უფრო კარგად იცის რა სარგებელი მოაქვს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და ეს არის მნიშვნელოვანი, რათა ხვალ და ზეგ არ მოხდეს არასწორი ინფორმაციით ამ მხარდაჭერის შეფერხება ან ამ მხარდაჭერის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება. ჩვენ გვაქვს მკაფიო პოლიტიკა და განსაზღვრულია სამიზნე ჯგუფები, ვისთანაც მუდმივად ვაწარმოებთ საინფორმაციო პოლიტიკას, და აქ შედეგებზე მეტყველებს ის, რაც გამოისახება მაღალ მხარდაჭერში ევროკავშირისა და ნატოს მიმართ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG