ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტეხასის შტატის ქალაქ დალასში პოლიციამ სამი ეჭვმიტანილი დააკავა და ერთი მოკლა, მას შემდეგ, რაც მშვიდობიანი დემონსტრაციის დროს სნაიპერებმა პოლიციის ხუთი ოფიცერი მოკლეს. პოლიციაზე ამ კოორდინირებული თავდასხმის დროს, სულ ცოტა, ექვსი ოფიცერია დაჭრილი.

მომიტინგეები ორი თეთრკანიანი პოლიციელის მიერ უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში, მინესოტისა და ლუიზიანის შტატებში, ორი შავკანიანი მამაკაცის მოკვლის ფაქტს აპროტესტებდნენ.

2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ, ამერიკელ სამართალდამცავებს ერთ დღეში ამდენი პოლიციელი არ დაუკარგავთ. პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, რომელიც ვარშავაში ნატოს სამიტს ესწრება, თავდასხმა მკაცრად დაგმო.

დალასის პოლიციის უფროსის განცხადებით, ერთ-ერთი დაკავებული ქალია. სამართალდამცავებისთვის თავდასხმის მოტივები უცნობია. ეჭვმიტანილები, სავარაუდოდ, მასობრივი არეულობისა და მსხვერპლის გამოწვევას ცდილობდნენ. დემონსტრაციის მინდებარე ტერიტორიაზე საეჭვო ჩანთა იქნა აღმოჩენილი, რომლის გასაუვნებელყოფად პოლიციის გამნაღმელთა რაზმი იქნა გამოძახებული.

XS
SM
MD
LG