ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთი დალაი ლამას შეერთებულ შტატებში ვიზიტისას მომღერალ ლედი გაგასთან შეხვედრას ეხმაურება.

ტიბეტელი რელიგიური ლიდერი ინდიანაპოლისში მერების კონფერენციას ესწრებოდა, სადაც რამდენიმე წუთით ლედი გაგას შეხვდა და სიკეთესა და თანაგრძნობაზე ესაუბრა. შეხვედრის ამსახველი ფოტოები და ვიდეო მომღერალმა სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა.

“მისი ვიზიტის და შეხვედრების მიზანი ტიბეტის დამოუკიდებლობის წახალისებაა”, განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა. თვის დასაწყისში ჩინეთმა ასევე დაგმო დალაი ლამას და პრეზიდენტ ობამას შეხვედრა.

ამ შეხვედრით უკმაყოფილოები დარჩნენ როგორც ჩინეთის მთავრობის წარმომადგენლები, ასევე ქვეყნის მოქალაქეები. ჩინელები დალაი ლამას საშიშ სეპარატისტს უწოდებენ.

XS
SM
MD
LG