ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონოლი: საქართველოს სუვერენიტეტის დაცვას გავაგრძელებთ


გერი კონოლი
გერი კონოლი

"საქართველო და აშშ უფრო მეტად უახლოვდებიან ერთმანეთს. ვაშინგტონს უფრო მეტად აშფოთებს აგრესიული რუსეთის როლი უკრაინასა და საქართველოში. აშშ-ის კონგრესი შეეცდება, გააღრმავოს და განავითაროს ორმხრივი ურთიერთობები და საქართველოს სუვერენიტეტის დაცულობა უზრუნველყოს,"-აცხადებს ამერიკელი კონგრესმენი დემოკრატიული პარტიიდან გერი კონოლი, რომელიც იმავდროულად კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეა.

საქართველოში უნდა დამკვიდრდეს ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემის ტრადიცია.
კონგრესმენი გერი კონოლი

წინასაარჩევნო გარემოს შეფასებისას, კონგრესმენმა კონოლიმ თქვა: "ყველა შემდგარმა დემოკრატიულმა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს და დაიცვას მოქალაქეთა ხმის უფლება. დემოკრატიაში არ უნდა იყოს ძალადობა, ამომრჩეველთა დაშინება, გაყალბება. საქართველოში უნდა დამკვიდრდეს ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემის ტრადიცია. ეს წამყვანი ელემენტებია, რომელიც დემოკრატიას არადემოკრატიული წყობისაგან განასხვავებს. დარწმუნებული ვარ, საქართველო სწორი მიმართულებით განვითარდება."

სამშაბათს, კონგრესმენი კონოლი საქართველოს სრულუფლებიანი ელჩის, არჩილ გეგეშიძის გამოსამშვიდობებელ ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა. ცერემონია აშშ-ის კონგრესის ბიბლიოთეკაში გაიმართა. კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანა-თავმჯდომარე კონოლიმ გეგეშიძეს სამსახურისათვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ის ორმხრივ ურთიერთობებში წვლილს მომავალშიც შეიტანს.

XS
SM
MD
LG