ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რესპუბლიკელებმა ბუშის კანონი გაახანგრძლივეს

კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ, რომელსაც რესპუბლიკელები აკონტროლებენ, მიიღო კანონი, სადაც შენარჩუნებულია შეკვეცილი გადასახადები ყველა ამერიკელისთვის, შემოსავლის მიუხედავად. კანონპროექტს მხარი დაუჭირა წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობამ -256 კონგრესმენმა 171-ს წინააღმდეგ.

ამით გახანგრძლივდა პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის დროს მიღებული კანონი შემოსავლების დაბეგვრის შეღავათების შესახებ. დემოკრატების ალტერნატიული კანონპროექტი ასევე გულისხმობდა ყველა ამერიკელისთვის საგადასახადო შეღავათებს, გარდა იმ ოჯახებისა, რომელთა წლიური შემოსავალი 250 ათას დოლარს აღემატება და იმ ინდივიდუალური პირებისთვის, რომელთა შემოსავალი წელიწადში 200 ათასი დოლარია. თეთრმა სახლმა ამასთან დაკავშირებით უკვე გააკეთა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ რესპუბლიკელებს სურთ შეღავათებით დაეხმარონ უმდიდრეს ამერიკელებს, რომლებიც მხოლოდ ორ პროცენტს შეადგენენ.
XS
SM
MD
LG