ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რესპუბლიკელებმა კონგრესის ორივე პალატა მოიგეს


რამდენიმე კვირის წინ, როცა ჰილარი კლინტონი გამოკითხვებს ლიდერობდა, დემოკრატებს იმედი ჰქონდათ, რომ სენატზე კონტროლს დაიბრუნებდნენ. მაგრამ არჩევნების დასრულების შემდეგ, ჯერ კიდევ ხმების დათვლის პროცესში მათი რწმენა შეირყა. მალე გაირკვა, რომ წარმომადგენელთა პალატას კვლავ რესპუბლიკელები გააკონტროლებენ. მოგვიანებით იგივე ინფორმაცია სენატთან მიმართებაშიც დადასტურდა.

რესპუბლიკური პარტია კონგრესის ორივე პალატას გააკონტროლებს. სენატში რესპუბლიკელებს 51 ადგილი ექნებათ, დემოკრატებს კი - 47. იანვარში, ახალი სენატის შეკრებამდე, მათ შესაძლოა უფრო მეტი, 53 სენატორი ჰყავდეთ. უმრავლესობას კონგრესში დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან პარტია ნიშნავს კომიტეტების თავმჯდომარეებს, გეგმავს საკანონმდებლო ინიციატივებს და წარმართავს გამოძიებებს.

XS
SM
MD
LG