ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაიწვევენ თუ არა ჯანდაცვის რეფორმის კანონს?


გაიწვევენ თუ არა ჯანდაცვის რეფორმის კანონს?
გაიწვევენ თუ არა ჯანდაცვის რეფორმის კანონს?

ამერიკის წარმომადგენელთა პალატა დღეს განაახლებს დებატებს იმის შესახებ, დაიწყონ თუ არა ჯანდაცვის რეფორმის კანონის გამოწვევის პროცესი.

კანონის გაუქმებაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც იანვრის დასაწყისში ახალი კონგრესი ოფიციალურად შეუდგა მუშაობას. გასულ კვირას კონგრესს რეზოლუციისთვის უნდა ეყარა კენჭი, რის შემდეგაც კანონის გაუქმების პროცესი დაიწყებოდა. თუმცა ეს კენჭიესყრა გადაიდო არიზონას შტატის კომგრესმენ გაბრიელ გიფორდზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად.

რეზოლუციას კენჭი ხვალ ეყრება და სავარაუდოდ ის გართულებების გარეშე იქნება მიღებული. მოგეხსენებათ რესპუბლიკელები ჯანდაცვის სისტემის რეფორმის კანონს კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან და მიიჩნევენ, რომ რეფორმა ამერიკის ეკონომიკურ წინსვლას ხელს შეუშლის და ქვეყნის საშინააო ვალს გაზრდის.

XS
SM
MD
LG