ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დებატები კონფედერაციის დროშაზე


კონფედერაციის დროშა
კონფედერაციის დროშა

სამხრეთ კაროლინას შტატის გუბერნატორი ინიციატივით გამოდის შტატის კაპიტოლიუმის შენობიდან მოიხსნას კონფედერაციის როშა. ამავდროულად, მსოფლიოს ყველაზე მსხვილი მაღაზია უოლმარტი ინტერნეტით დროშის გაყიდვებს წყვეტს.

გუბერნატორმა ნიკკი ჰეილიმ ორშაბათს განაცხადა, რომ დროშა, რომელიც წარსულის სიმბოლოა, მომავალს არ ასახავს და ბევრისთვის ის ძალადობის სიმბოლოა. მისი თქმით, თუ შტატის კანონმდებლები დროშის საკითხს არ განიხილავენ, ის სპეციალურ საკანონმდებლო სხდომას მოიწვევს.

დროშაზე დისკუსია გასულ კვირას ჩარსლტონის აფრო-ამერიკულ ეკლესიაზე თავდასხმის შემდეგ დაიწყო. გამოძიების მიხედვით, თეთრკანიანი თავდამსხმელი ეკლესიაში დროშით ხელში შეიჭრა.

დროშის მოხსნის მომხრეებს შორისაა სენატის უმრავლესობის ლიდერი მიტჩ მაკკონელი, რომელმაც კონფედერაციის დროშას “რასობრივი უთანასწორობის მტკივნეული შემხსენებელი” უწოდა.

დროშა კონფედერაციის სიმბოლო ამერიკის სამოქალაქო ომის დასაწყისში 1861 წელს გახდა.1950-60-იანების სამოქალაქო უფლებების მოძრაობის დროს კი ის რასობრივად სეგრეგირებული სამხრეთის სიმბოლო იყო.

XS
SM
MD
LG